logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: ხორავას საქმეზე გამოძიება უნდა დასრულდეს ისე, რომ გარდაცვლილი არასრულწლოვანების მშობლების, საზოგადოების მაქსიმალური ნდობა დაიმსახუროს
- +

21 დეკემბერი. 2018. 23:14

 

 

„რა დროც უნდა გავიდეს, ხორავას საქმეზე გამოძიება უნდა დასრულდეს ისე, რომ გარდაცვლილი არასრულწლოვანების მშობლების, საზოგადოების მაქსიმალური ნდობა დაიმსახუროს“, – ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

შს მინისტრმა აღნიშნა, რომ ხორავას ტრაგედიაზე შექმნილი სპეციალური საგამოძიებო კომისია იყო საპარლამენტო კონტროლის წინგადადგმული ნაბიჯი.

 

„ჩვენ ობიექტურად გვქონდა სერიოზული მოლოდინები იმისა, რომ კომისიის ძირითადი ამოცანა იყო სამოხელეო დანაშაულის შესაძლებლობის გამოვლენა, თუმცა პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, კომისია შევიდა პროცესუალურ თემებში, რაც იყო ფაქტობრივად დიდი შეცდომა. ჩვენ იმედით ვუყურებდით ამ საგამოძიებო კომისიის ფუნქციონირებას და ეს იყო დღევანდელი დისკუსიის საგანი. მე მაქვს ძალიან მარტივი მიდგომა, როდესაც პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე ხდება ცალკე აღებული ადამიანის ტრაგედიის პოლიტიკურ შედეგებში და დივიდენდებში კონვერტირება, რა თქმა უნდა ამას მოჰყვება პასუხისმგებლობაც. როდესაც, საგამოძიებო კომისია, რომელიც ოპოზიციის მხრიდან იყო სრულად დაკომპლექტებული უმრავლესობით.

 

დღეს დავინახეთ, რომ ამ კომისიამ ვერც ერთი ახალი გამოვლენილი ფაქტი, ფაქტობრივი გარემოება გამოძიების ფარგლებში ვერ გამოავლინა. მხოლოდ და მხოლოდ ისე შეადგინა მისი საბოლოო დასკვნები, რაც ფაქტობრივად მოიცავდნენ გამოძიების შედეგებს – რაც ისედაც ჰქონდა გამოძიებას. კომისიამ გასცა დევნის დაწყების რეკომენდაცია, რომელიც საერთოდ არ არის მათი ფუნქცია და ამის შემდგომ ეს ყველაფერი საკმაოდ დამძიმებული პოლიტიკურ ფონზე ხდებოდა – ეს დღეს გახდა დისკუსიის საგანი. მაგალითისთვის, კომისიამ გამომძიებლებიდან დაკითხა მხოლოდ 1 გამომძიებელი, როდესაც იყო 5 და კომისიამ იმისთვის რომ მაყურებელზე მოეხდინა ეფექტი, პოლიტიკური კონვერტაცია მოახდინა, დაკითხა ხალხი, რომლებიც არასრულწლოვანთა საქმეების გამოძიებაში სერთიფიცირებულიც არ იყო – ჩვენ ამასთან დაკავშირებით გვქონდა შეფასებები. რა თქმა უნდა ჩვენს პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენს თავზე. ვიაზრებთ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ რა დროც არ უნდა გავიდეს, ეს გამოძიება დასრულდეს ისე, რომ დაიმსახურებს მაქსიმალურად შესაძლებელ ნდობას, დაზარალებული, გარდაცვლილი არასრულწლოვანების მშობლების და რა თქმა უნდა, საზოგადოების ნდობას. მე მესმის, რომ ეს არის ჩვენი ტვირთი და სატარებელი გვექნება ბოლომდე“, – განაცხადა შს მინისტრმა.

 

მისივე თქმით, კომისიამ თავისი ფუნქცია ვერ შეასრულა და მან ვერ მოახერხა დაედგინა სამოხელეო გადაცდომა არსებობდა თუ არა.

 

„იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ვერ შევძელით სისხლის სამართლის გამოძიების ერთი და მეორე საქმის გამოძიების ფარგლებში, მივაღწიოთ იმ შედეგს, რომელიც იქნება მისაღები და გაქრობს კითხვის ნიშნებს, საზოგადოებაში გაჩნდება განცდა, რომ საბოლოო შედეგი, სამართლიანი შედეგი ვერ დადგა, იმიტომ, რომ იყო რაღაც პროცედურული, საგამოძიებო მოქმედებები არშესრულებული. ჩვენ ვთვლით, რომ ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად ერთხელ და სამუდამოდ წერტილის დასასმელად, ასეთი გამოძიება უნდა ჩატარდეს. ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროში ვთვლით, რომ ეს შესაძლებელია. თუ ვერ მივიღეთ გამოძიებით ის შედეგი, რომელიც მისაღები და სამართლიანობის დამადასტურებელი იქნება და მე ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ვიქნები პირველი, რომელიც ამ გამოძიების ფარგლებში ჩვენებას მისცემს

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მართლმსაჯულება აღსრულდეს ამ კონკრეტულ დანაშაულთან დაკავშირებით. ჩვენ მართლა ბევრს და რუტინულად ვმუშაობთ ამ თემაზე. არის რამდენიმე პროცესი, აპელაცია მიმდინარეობს ახლა. ჩვენ გამოყოფილი საქმის ნაწილშიც ბევრს ვმუშაობთ. მე იმედი მაქვს, რომ გონივრულ ვადაში ჩვენ შევძლებთ ისეთი დასაბუთებული შედეგის მიღწევას, რომელიც მეტ-ნაკლებად მისაღები იქნება ყველა მხარისთვის.- განაცხადა გიორგი გახარიამ“, – განაცხადა შს მინისტრმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner