logo_geo
eng_logo
სასამართლომ სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის საჩივარი ენმ-ს წევრების მიმართ ნაწილობრივ დააკმაყოფილა
- +

21 დეკემბერი. 2018. 23:16

 

 

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის ლევან შონიას საჩივარი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების ანა წითლიძისა და მურთაზ ზოდელავას წინააღმდეგ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ლევან შონიას შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა დააკისრა.

 

კერძოდ, ენმ-ს ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელს ანა წითლიძეს დაეკისრა „ლაივპრესში“, „ათინათსა“ და „რუსთავი2“-ზე გავრცელებული ცნობის უარყოფა, სადაც ის ამტკიცებდა, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი აფხაზეთიდან საქართველოში კონტრაბანდას მფარველობდა.

 

რაც შეეხებაა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს მურთაზ ზოდელავას, მას ასევე, მის მიერ „რუსთავი2“-ით გავრცელებულ ინფორმაცის უარყოფა დაევალა, სადაც ის საუბრობს, რომ ლევან შონია კავშირშია კონტრაბანდისტ ოკუპანტებთან და სეპარატისტებთან.

 

მოსამართლის გადაწყვეტილებას არ იზიარებს ანა წითლიძე და მას პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებას უწოდებს.

 

„არცერთი სიტყვა უკან არ მიმაქვს, რადგან ეს განცხადებები არ არის ცილისწამება. ეს გადაწყვეტილება იყო პოლიტიკური დაკვეთა, რომელიც მოსამართლემ შეასრულა“, – აღნიშნა წითლიძემ.

 

ყოფილი გუბერნატორის ადვოკატი როლანდ შონია მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება სამართლიანია და ამბობს, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდა „ნაციონალური მოძრაობის“ დესტრუქციულობა და ცილისმწამებლური განცხადებები.

 

შონიამ ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელი პირების წინააღმდეგ სარჩელი გუბერნატორის თანამდებობაზე ყოფნისას შეიტანა. გუბერნატორის ადმინისტრაციაში აცხადებდნენ, რომ ოპოზიციური პარტიის მხრიდან გაკეთებული განცხადებები, რომელიც მედიასაშუალების მეშვეობით ვრცელდებოდა, არ შეიცავდა სიმართლეს და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავდა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner