logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ვერ ვხედავ აუცილებლობას, რომ „ქართული ოცნების“ რომელიმე ლიდერმა დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა შექმნას
- +

22 დეკემბერი. 2018. 00:01

 

 

თბილისის მერი კახა კალაძე დღესდღეობით ვერ ხედავ აუცილებლობას, რომ „ქართული ოცნების“ რომელიმე ლიდერმა დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა შექმნას. როგორც კალაძემ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, ის თბილისის არჩეული მერია და ამ ეტაპზე დედაქალაქში განსახორციელებელ პროექტებზეა ორიენტირებული.

 

„მე ვარ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი და ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაქვს. ამავდროულად, ვარ დედაქალაქის არჩეული მერი, დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობამ დამიჭირა მხარი და გამარჯვებას პირველივე ტურში მივაღწიე. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ვერ ვხედავ იმის აუცილებლობას, რომ „ქართული ოცნებიდან“ რომელიმე ლიდერი გავიდეს და დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა შექმნას. დღეის მდგომარეობით, მე, ძირითადად, დაკავებული ვარ დედაქალაქში მიმდინარე სამუშაოებით და განსახორციელებელი პროექტებით. ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს, რომ არსებული მდგომარეობა რეალურად შევცვალოთ. ჩემი, ჩემი თანაგუნდელების და თანამშრომლების მხრიდან ძალიან დიდი ენთუზიაზმია. გვაქვს ამბიცია, რომ როდესაც ეს 4 წელი დასრულდება, თბილისში განხორციელებული პროექტებით ვიამაყოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner