logo_geo
eng_logo
გიორგი ჩიქოვანი: ლარის კურსი 1.9-დან 2.0-მდე ნიშნულს შორის იმერყევებს
- +

20 მაისი. 2016. 21:25


გასული დღეების განმავლობაში ლარის გამყარებამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო. რამ გამოიწვია ლარის ასეთი მკვეთრი გამყარება - ამის შესახებ „რეპორტიორს" „ახალგაზრდული ცენტრის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ჩიქოვანი ესაუბრა.



„ეროვნულმა ბანკმა ბოლო 60 დღის განმავლობაში    ბაზრიდან 155 მილიონო დოლარის ამოღება მოახდინა. თუ აღნიშნულ მოვლენას წმინდა ეკონომიკური კუთხით შევხედავთმივალთ პარადოქსამდე. არც საშინაო არც საგარეო ეკონომიკურ მოვლენებს ლარის მსგავსი გამყარება არ უნდა გამოეწვიათ.  

 

ჩვენს ქვეყანას კვლავ რამდენიმე მილიარდიანი გარღვევა აქვს საგარეო ვაჭრობის კუთხით, უმნიშვნელოდ გაიზარდა ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა, ასევე გაზრდილია ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი, მაგრამ დოლარის მასა იმდენად უმნიშნელოდ არის გაზრდილი, რომ მას ფიზიკურად არ შეეძლო გამოეწვია ლარის მკვეთრი გამყარება.

 

 

თუ ჩვენ  პროცენტულად შევხედავთ ლარის გამყარებაზე მოქმედ ფაქტორებს, დავინახავთ, რომ ის დიდ წილად გამოწვეული გახლავთ  ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ცვლილებით. ახალი პრეზიდენტის დანიშვნამ ლარის კურსზე მოქმედი   პოლიტიკური წნეხის  მოხსნა გამოწივია, აღნიშნულმა ქმედებამ  კიდევ ერთხელ აჩვენარომ ადრე არსებული კურსი იყო სპეკულაციური, მას არაფერი ქონდა საერთო რელობასთან და არ იყო ფორმირებული ბაზრის მიერ.

 

 

ზაფხულში საქართველოში იგეგმება რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტიცია, რაც გრძელვადიან პერიოდში ლარის გამყარების ტენდენციის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს, კურსი  1,9 დან 2.0 მდე ნიშნულს შორის იმერყევებს. საგულისხმოა, რომ  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოს 2016 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2,6 %-დან 3.4%-მდე გაუზარდა, რაც სწორედ ეროვნული ბანკი ახალი პრეზიდენტის მოსვლის და მისი  საკადრო პოლიტიკის დამსახურება გახლავთ.

 

რა თქმა უნდა, სწორია, როდესაც ეროვნული ბანკი ხელოვნურად ახდენს ლარის გამყარების ხელოვნურ  შეჩერებას და ბაზრიდან დოლარის ამოღებას.  აღნიშნული ქმედება აუცილებელია ბიზნესის სტაბილურობისთვის, რადგან როგორც ლარის  მკვეთრ გაუფასურებას ასევე მკვეთრ გამყარებას შეუძლია უარყოფითი გავლენა მოახდინოს ბიზნესზე. ასევე ქვეყნისათვის აუცილებელია რეზერვების შევსება, რომელიც დადებით როლს თამაშობს კურსის ფორმირებაზე", - განაცხდა ჩიქოვანმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner