logo_geo
eng_logo
როგორი იქნება რადიოქალაქის ტერიტორია რეაბილიტაციის შემდეგ
- +

22 დეკემბერი. 2018. 02:26

 

თბილისის მერია მუხიანში, რადიოქალაქის ტერიტორიის განვითარებას გეგმავს.

 

როგორც ცნობილია, რადიოქალაქის ტერიტორიაზე სხვადასხვა გასართობი ზონის მოწყობა იგეგმება, მათ შორის იქნება მუზეუმი, საბავშვო ქალაქი, სკეიტპარკის და კარტინგის სივრცეები.

 

რადიოქალაქისა და მეორე, თბილისის ანძის პროექტთან დაკავშირებით მერიამ პრეზენტაციას გამართა. როგორ თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა ანდრია ბასილაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მერია სატელევიზიო ანძის იჯარით გაცემას, ხოლო რადიოქალაქის გასხვისებას განიხილავს. დედაქალაქის მერიის გათვლებით, თბილისის ანძის რეაბილიტაციის პროექტის ბიუჯეტი 10 მლნ დოლარია, რადიოქალაქის პროექტის კი - 20 მლნ დოლარი.

 

ანდრია ბასილაიას განმარტებით, ინვესტორებთან პროექტების ღირებულებაზე ვაჭრობა შესაძლებელია.

 

„სატელევიზიო ანძა სტრატეგიული ობიექტია, ამიტომ მისი იჯარით გადაცემას განვიხილავთ 25 წლის ვადით, თუმცა კერძო სექტორიდან გონივრულ შემოთავაზებებს თუ მივიღებთ, შეიძლება ამ ვადას გადავხედოთ. რადიოქალაქის ტერიტორია კი, პირობადადებული აუქციონის წესით გასხვისდება“, - განმარტა ბასიალაიამ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner