logo_geo
eng_logo
მიხეილ ჯანელიძე: დაისაჯოს ყველა დამნაშავე !
- +

20 მაისი. 2016. 21:26

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ხურჩაში მომხდარ საზარელ ფაქტზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოხდეს. მინისტრი ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტს გამოეხმაურა და დაღუპულის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.

 

 

პირველ რიგში მინდა მივუსამძიმრო ოჯახს და თანავუგრძნო მათ. რა თქმა უნდა ამ ტკივილს არაფერი შეავსებს, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ამ საზარელ ფაქტს მიეცეს როგორც შესაბამისი შეფასება, ასევე მოხდეს სამართლებრივი რეაგირება და ყველა დამნაშავე დაისაჯოს.

 

 

ჩვენ ევროკავშირის მონიტორნგის მისია თავიდანვე ჩავრთეთ ამ პროცესში, ასევე ჩავრთეთ ყველა საერთაშორისო ფორმატი. ამ პროცესს მივიყვანთ ბოლომდე, რომ შესაბამისი შეფასება და რეაგირება მოხდეს ამ ფაქტზე”, - განაცხადა ჯანელიძემ.

 

 

 

საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია .. მესაზღვრემ გუშინ, დაახლოებით 15:00 საათზე, ხურჩა-ნაბაკევის საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner