logo_geo
eng_logo
შსს-მ ავტომობილის ქურდობის მცდელობის ფაქტზე 1 პირი დააკავა
- +

22 დეკემბერი. 2018. 10:43

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ. ჭ., ქურდობის მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

 

ჩადენილი დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ნიკო ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე ავტოსადგომზე გაჩერებული, ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი ავტომანქანიდან ფულისა და სხვადასხვა ნივთების ფარულად დაუფლებას ცდილობდა.

 

პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო. გ. ჭ. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

 

გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner