logo_geo
eng_logo
საფრანგეთში, ყვითელჟილეტიანების დემონსტრაციაზე ერთი ადამიანი დაიღუპა
- +

22 დეკემბერი. 2018. 15:28

 

 

საფრანგეთში, ქალაქ პერპინიანში ყვითელჟილეტიანების დემონსტრაციაზე ერთი ადამიანი დაიღუპა.

 

აქციის დროს გადაკეტილ გზაზე მსუბუქი ავტომობილი სატვირთო მანქანას დაეჯახა. ავარიის დროს მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაიღუპა.

 

ყვითელჟილეტიანების დემონსტრაციები საფრანგეთში უკვე ერთ თვეზე მეტია მიმდინარეობს. აქტივისტები თავდაპირველად საწვავზე ფასების მომატებას აპროტესტებდნენ. მოგვიანებით ისინი ქვეყნის ხელისუფლების პოლიტიკის წინააღმდეგ გამოვიდნენ.

 

ამ ხნის განმავლობაში დემონსტრაციების ფარგლებში საერთო ჯამში 10 ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ფატალური შემთხვევების დიდი ნაწილი სწორედ დემონსტრაციების ფარგლებში გადაკეტილ გზებზე, ავტოსაგზაო შემთხვევების დროს დაფიქსირდა.

 

მასშტაბურ დემონსტრაციებზე სამართალდამცველებსა და მანიფესტანტებს შორის მომხდარი შეტაკებების დროს ათასობით აქტივისტი და პოლიციელი დაშავდა. არეულობების დროს კი პოლიციამ საერთო ჯამში 2300-ზე მეტი პირი დააკავეს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner