logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: 60–ზე მეტი სოფლის გაზიფიცირებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარი გამოიყოფა
- +

25 თებერვალი. 2016. 10:41


„21 მუნიციპალიტეტში 60-ზე მეტი სოფლის გაზიფიცირებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარი გამოიყოფა", - აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ ისაუბრა.


პრემიერის განმარტებით, სულ მალე 8000-მდე აბონენტი ბუნებრივ აირს მიიღებს.


„საქმე ეხება ისეთი სოფლებს, როგორებიცაა ცაიში, გელათი, მოწამეთა, ომალო, აბასთუმანი... ეს არის ისტორიული მნიშვნელობის პროექტები, დაახლოებით 8000-მდე აბონენტს ექნება ბუნებრივი აირი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


მისივე თქმით,  მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტი ასევე განიხილავს სამ პროექტს - პროგრამა „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში დაფინანსედება თხილის გადამამუშავებელი საწარმო, ჩაის საწარმო და რძის გადამმუშავებელი კომბინატი.


გიორგი კვირიკაშვილმა კიდევ ერთი სიახლის შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, იგეგმება სპეციალური ჯგუფის შექმნა, რომელიც კურორტ ბახმაროს განვითარების კომპლექსურ ღონისძიებებს დასახავს მიზნად და განახორციელებს. პრემიერი მიიჩნევს, რომ ბახმაროს დიდი  პოტენციალი  გააჩნია, ხოლო  ტურიზმი ქვეყნის ერთ-ერთი სტრატეგიული დარგია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner