logo_geo
eng_logo
გევორქ სარქისიანის მკვლელობის საქმეზე პროკურატურამ დამატებით 2 პირს ბრალი წარუდგინა
- +

22 დეკემბერი. 2018. 16:00

 

გევორქ  სარქისიანის მკვლელობის  საქმეზე გამოძიების მიერ  მოპოვებული დამატებითი მტკიცებულებების, მათ შორის 2018 წლის 14 დეკემბერს მიღებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პასუხების და მოწმეების დამატებითი გამოკითხვის საფუძველზე,  ე. მ.-ს  მიმართ ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლიდან განსაკუთრებული სისასტიკით ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით  გადაკვალიფიცირდა (საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 2381 მუხლის მე-2 ნაწილით).

 

ასევე, ამავე მუხლით, ბრალი წარედგინა  დამატებით 2 პირს, რ. კ.-ს და ს. მ.-ს.

 

გამოძიებით  დადგინდა, რომ 2018 წლის 12 ივლისს  ს. მ.-ს და ე. მ.-ს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ გევორქ სარქიასიანთან. მათ მეგობარ რ. კ. ს-თან  ერთად დაგეგმეს სარქისიანის განზრახ მკვლელობა. რ. კ.-მ, ე. მ.-მ და ს. მ.-მ წინასწარი შეთანხმებით,  მოკვლის მიზნით, სამივე მათგანმა  დანებით, განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში 19  ჭრილობა მიაყენეს გევორქ სარქიასიანს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მიღებული დაზიანებების შედეგად სარქისიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

 

2018 წლის 12 ივლისს მომხდარი  გევორქ სარქისიანის მკვლელობის საქმეზე  გამოძიების პირველ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე ე. მ.-ს  განზრახ მკვლელობის მუხლით ( საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი)  წარედგინა ბრალი , ხოლო 4 პირის ბრალეულობა დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით დაკვალიფიცირდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner