logo_geo
eng_logo
გია მაისაშვილი: ენერგია აღარ მაქვს, თავი მისკდება...
- +

20 მაისი. 2016. 22:13


ეკონომისტმა გია მაისაშვილმა მას შემდეგ რაც სტამბოლის ერთ-ერთ კლინიკაში სიმსივნის დასამარცხებლად უმძიმესი ოპერაცია გაიკეთა, ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუუმჯობესდა და თავს გაცილებით კარგად გრძნობდა. ამის შესახებ თავად წერდა სოციალურ ქსელში. მოგვიანებით კი ასევე მისი facebook_ის  გვერდიდან გახდა ცნობილი, რომ საბოლოო გამოჯანმრთელებისთვის, მან 40 დღიან შიმშილობას მიმართა, რომლის დასრულებამდეც 11 დღე რჩება. როგორია ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი facebook- სტატუსით შეიტყობთ:



საკუთარი განსაცდელით მატრაკვეცობა არ მსურდა და არ ვწერდი არაფერს, მაგრამ ამდენი სიყვარულისა და მოკითხვის ფონზე უმადურობა არ მსურს და გადავწყვიტე გაგიზიაროთ ის რასაც განვიცდი. 11 დღეღა დარჩა მძიმე შიმშილობის ბოლომდე მისაყვანად. გამარჯვების დღე 31 მაისია. რესურსი თითქმის სრულიად გამოიცალა, მხოლოდ სულიერი ენერგიის ამარაღა ვარ. სრული მობილიზება მჭირდება ამ პოსტის დასაწერად, მაგრამ დიდი სურვილი მაქვს გაზიარების.

 

 

გულის რევის ზღვარზე ვარ გამუდმებით, ენერგია აღარ მაქვს, თავი მისკდება, შინაგანი ბრძოლაა, გაუძლებს ორგანიზმი ამდენს? მეყოფა ძალა? შესაძლებელს დასძლევს სხეული და სული, მაგრამ განა შეუძლებელი შესაძლებელია?! მე კი სწორედ მას ვესწრაფვი, მისი სასოება მაქვს. მადლიერებისა და სიყვარულის განცდა მომიმძლავრდა ჩემს ირგვლივ მყოფი ადამიანებისადმი. ბედის სასწორზე, ბეწვის ხიდზე გავდივარ, ყველაფერი შესაძლებელია, შემოქმედის ხელშია ყველაფერი. მეორე ადამიანი არ ვიცი ასე გაცემა, დაცლა და მსახურება რომ უნდოდეს და ამის იმედი მაქვს. ამ დროს არ წაგიყვანს იმ ქვეყნად ასე დაუცლელს. ეს რაც მე მაქვს ხომ ჩემი არ არის „მე არ მეკუთვნის, მისი მოცემულია და მის სადიდებლად მსურს მისი გაცემა, გაზიარება. მენანება მისი არ გამოყენება, არ დახარჯვა. შენ მომეცი და შენვე იმსახურე, არაფრის არ მეშინია, მზად ვარ ყველაფრისთვის. სავსე ვარ კვალავაც იმედითა და სასოებით, გეგმებით. 31 მაისია გამარჯვების დღე, სული უკან არ იხევს, ბოლომდე მიყვანა გადაუწყვეტია. ეგ არის მხოლოდ სხეული გაუძლებს თუ ვერა? როგორ ძალიან მსურს საზოგადოებას დავუბრუნდე, მჯერა სიყვარულმა უნდა გაიმარჯვოს. აბა 31 მაისამდე გამარჯვებით ჩემო კარგებო.

თქვენი გია მაისაშვილი"


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner