logo_geo
eng_logo
კობა გვენეტაძე: ადამიანებს, რომლებსაც ვალები გაუნულდათ, საშუალება ექნებათ, ლეგალურად დასაქმდნენ
- +

22 დეკემბერი. 2018. 17:12

 

 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, ის კრიტერიუმები, რომლითაც ე.წ. ვალების განულების აქცია განისაზღვრა, მაქსიმალურად მიმართულია სოციალურად შეჭირვებულ ფენაზე.

 

„ეს ადამიანები, რომლებსაც უფრო და უფრო უჭირდათ სესხების გადახდა, გარკვეულწილად გამოთიშულები არიან ეკონომიკური ცხოვრებიდან, რადგანაც მათ აღარ აქვთ საშუალება, რომ ფორმალურ სექტორში დასაქმდნენ. ის ფაქტი, რომ მათ აღარ ექნებათ ეს დავალიანება, მათ დროთა განმავლობაში საშუალებას მისცემს, რომ დაუბრუნდნენ ფორმალურ სექტორს, ფორმალურ ეკონომიკას. მათ საშუალება ექნებათ, რომ ლეგალურად დასაქმდნენ, მაგრამ ეს არამც და არამც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ძალიან მალე შეძლებენ წვდომა მოიპოვონ სასესხო რესურსებზე. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ეს, ალბათ, ასეც უნდა იყოს, მაგრამ დროთა განმავლობაში ისინი შეძლებენ ისევ ეკონომიკაში დაბრუნებას. ის კრიტერიუმები, რომლითაც განისაზღვრა ეს აქცია, ეს არის მაქსიმალურად მიზანმიმართული სოციალურად შეჭირვებულ ფენაზე“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner