logo_geo
eng_logo
გიორგი ბეგაძე: ჩვენი ქვეყნისთვის ტურიზმის მდგრადი განვითარება მნიშვნელოვანია
- +

22 დეკემბერი. 2018. 18:28

 

„ჩვენი ქვეყნისთვის ტურიზმის მდგრადი განვითარებაა მნიშვნელოვანი, მითუმეტეს რომ ტურიზმი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი მზარდი ინდუსტრიაა“, - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის პირველმა მოადგილემ გიორგი ბეგაძემ განაცხადა.

 

„დღევანდელი კანონმდებლობა ვეღარ პასუხობს განვითარების ამ ეტაპს, ტურიზმს მდგრადი განვითარებისთვის სჭირდება შემდგომი მხარდაჭერა, მათ შორის საკანონმდებლო მხარდაჭერა.  ვფიქრობ, დადგა დრო, ვიმსჯელოთ ყველა დაინტერესებული მხარის აქტიური ჩართულობით ყველა იმ საკითხზე და გამოწვევებზე, რაც ამ დარგში დგას.

 

რაც შეეხება მომავალ კანონპროექტს, რომელიც ფართო დისკუსიის საგანი უნდა გახდეს, ვფიქრობ, უნდა იყოს ეფექტური, იმისათვის, რომ კანონმდებლობამ პირველ რიგში უზრუნველყოს ქვეყანაში ტურიზმის მდგრადი განვითარება, კულტურული და ბუნებრივი რესურსების დაცვა და შემდგომი პოპულარიზაცია. ასევე ხელი უნდა შეუწყოს ტურისტული პროდუქტების და მომსახურების გამრავალფეროვნებას, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, ქვეყნის რეგიონების განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ინდუსტრიიდან ქვეყნის ეკონომიკაში შემოსავლების შთამბეჭდავ ზრდას.

 

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის და საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ორგანიზებით პირველი შეხვედრები კომიტეტის წევრების და ტურიზმის ადმინისტრაციის  ჩართულობით, ინდუსტრიის წარმომადგენლებთან და უცხოელ ექსპერტებთან უკვე შედგა და გაგრძელდება შემდგომშიც“, - განაცხადა გიორგი ბეგაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner