სალომე ზურაბიშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. პარლამენტმა ზურაბიშვილისთვის პარლამენტის წევრობის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გადაწყვეტილება 93 მომხრე, არცერთის წინააღმდეგ მიიღო.
სალომე ზურაბიშვილი მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი იყო. შესაბამისად, მისთვის მანდატის შეწყვეტა მთაწმინდის ოლქში შუალედურ არჩევნებს იწვევს.