logo_geo
eng_logo
სუს-ი სოფელ ხურჩაში მომხდარი მკვლელობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
- +

20 მაისი. 2016. 23:02


საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ რუსი სამხედროების მიერ საქართველოს მოქალაქის სასიკვდილოდ დაჭრას ეხმაურება.



უწყების ინფორმაციით აღნიშნულის შესახებ მათ ინფორმაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას უკვე მიაწოდეს.


 

„19 მაისს დაახლოებით 14:30 საათზე ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ოთხმა შეიარაღებულმა პირმა, ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია. ინციდენტის შედეგად დაზარალებული მუცლის არეში მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფის მიერ გადაყვანილ იქნა ზუგდიდის ჰოსპიტალში, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.

 

 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გმობს ხურჩაში მომხდარ ფაქტს. აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია მიეწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას."


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner