logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი ხურჩის ინციდენტზე: აუცილებლად მივიყვანთ ამ საქმეს ბოლომდე!
- +

20 მაისი. 2016. 23:03


პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გუშინ ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში მომხდარ შემთხვევას გამოეხმაურა, როდესაც საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. მესაზღვრეებმა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქალაქე მოკლეს.



ეს არის ამაზრზენი შემთხვევა. მართლაც უდიდესი ტრაგედიაა, რომ ადამიანი, მით უმეტეს, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოკლეს უმოწყალოდ. რა თქმა უნდა, ეს არის უდიდესი ტრაგედია, მაგრამ კიდევ უფრო დიდი ტრაგედიაა, რომ ამით ცდილობენ, ხელი შეუშალონ იმ პროცესს, რომელიც ახლა მიდის. ჩვენ ვდგამთ რაღაც ნაბიჯებს, რომ აღვადგინოთ ნდობა ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის. მე გამოვთქვამ რწმენას, რომ უპირველეს ყოვლისა, დამნაშავე დაისჯება ძალიან მკაცრად, ჩავრთავთ ყველა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორს ამ პროცესში და აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე ამ საქმეს, რომ არავითარ შემთხვევაში დაუსჯელი არ დარჩეს ის, ვინც ეს საშინელი დანაშაული ჩაიდინა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.



გიორგი კვირიკაშვილი იზიარებს ოჯახის მწუხარებას და იმედოვნებს, რომ თვითონ აფხაზებიც შეხედავენ ამ შემთხვევას, როგორც იმ პროცესის საწინააღდმეგოდ მიმართულ პირდაპირ პროვოკაციას, რომელიც ახლა მიმდინარეობს.



შეიძლება ჩვენ პოლიტიკურად დიდი პროგრესი არ გვაქვს, მაგრამ მინიმუმ ხალხთა შორის ურთიერთობაში გვაქვს რაღაც პროგრესი, გარკვეული დათბობა და მე მინდა, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს, სწორედ ამიტომ არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, რომ დამნაშავეები დაისაჯონ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.



გიგა ოთხოზორია გუშინ, ხურჩაში, საოკუპაციო ხაზთან, საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. მესაზღვრის მიერ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოკლეს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner