logo_geo
eng_logo
საფრანგეთში „ყვითელჟილეტიანების“ აქციაზე 142 დემონსტრანტი დააკავეს
- +

22 დეკემბერი. 2018. 22:50

 

საფრანგეთში „ყვითელჟილეტიანების“ აქციაზე 142 დემონსტრანტი დააკავეს. მათგან 16 საპატიმროში რჩება. ინფორმაციას BFMTV-ი ავრცელებს.

 

ბოლო მონაცემებით, შაბათს გამართულ აქციაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით 38600 ადამიანი მონაწილეობდა, რაც გასულ კვირასთან შედარებით თითქმის ნახევარია.

 

დღესვე ცნობილი გახდა, რომ „ყვითელჟილეტიანების“ დემონსტრაციაზე ერთი ადამიანი დაიღუპა. ინციდენტი ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ პერპინიანში მოხდა. აქციის დროს გადაკეტილ გზაზე მსუბუქი ავტომობილი სატვირთო მანქანას დაეჯახა. ავარიის დროს მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაიღუპა.

 

„ყვითელჟილეტიანების“ დემონსტრაციები საფრანგეთში უკვე ერთ თვეზე მეტია მიმდინარეობს. აქტივისტები თავდაპირველად საწვავზე ფასების მომატებას აპროტესტებდნენ. მოგვიანებით ისინი ქვეყნის ხელისუფლების პოლიტიკის წინააღმდეგ გამოვიდნენ.

 

ამ ხნის განმავლობაში დემონსტრაციების ფარგლებში საერთო ჯამში 10 ადამიანი დაიღუპა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner