logo_geo
eng_logo
აჰმედ ოზქან მელაშვილი - ადამიანი, რომელმაც ცხოვრება მიუძღვნა თურქეთის ქართველებში ქართული ენისა და ტრადიციების გავრცელებას
- +

22 დეკემბერი. 2018. 23:06

 

„აჰმედ ოზქან მელაშვილი - მთელი ცხოვრება მიუძღვნა თურქეთის ქართველებში ქართული ენისა და ტრადიციების გავრცელებას“, - ამის შესახებ მაია მელაშვილი წერს და აჰმედ მელაშვილის შესახებ შემდეგი სახის ინფორმაციას ავრცელებს:

 

„1968 წელს მან დაწერა წიგნი „გურჯისტანი“ (საქართველო), სადაც განსაკუთრებით დიდი ყურადღება ექცეოდა თურქეთის ქართველებისათვის მოწოდებას - არ დაივიწყონ საკუთარი ენა და ტრადიციები. თურქეთის მთავრობამ ეს წიგნი შეიტანა აკრძალული ლიტერატურის სიაში. მაგრამ აჰმედ მელაშვილი არ დანებდა, საქმე სასამართლომდე მივიდა, სადაც ის გაამართლეს. ამ წიგნის გამოცემას მელაშვილმა მოაყოლა ჟურნალი „ჩვენებურები“, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იყო თურქეთის ქართველების ერთადერთი პერიოდული გამოცემა.

 

მელაშვილი დიდი მონდომებით ცდილობდა ლაზებში და ტაო-კლარჯეთის ქართველებში აეღორძინებინა ქართული სული, ის მათ გამუდმებით ახსენებდა, რომ ისინი ქართველები იყვნენ.

 

მის მიერ ქართული სულის აღორძინებაში შეტანილი უზარმაზარი წვლილის გამო, მას ასევე მოიხსენიებდნენ როგორც თურქეთის ქართველების ილია ჭავჭავაძედ.

 

1980 წლის 5 ივლისს მელაშვილი მოკლულ იქნა ქალაქ ბურსაში თურქი ულტრანაციონალისტური დაჯგუფების „რუხი მგლების“ მიერ.

 

მელაშვილი დაკრძალულია სოფელ ჰაირიეში, ხოლო მის საფლავის ქვაზე წარწერაა „ვცხოვრობდი ხალხისთვის და არა უკვდავებისთვის“.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner