logo_geo
eng_logo
შსს-მ წყნეთის გზატკეცილზე მომხდარი ბინის ქურდობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
- +

23 დეკემბერი. 2018. 10:53

 

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული ბ.ფ., ქურდობის ბრალდებით, თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში დააკავეს“, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თბილისში, წყნეთის გზატკეცილზე მდებარე ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელი ბინიდან დიდი ოდენობით ოქროს ნივთები და ძვირადღირებული საათები მოიპარა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

 

გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner