საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განაცხადა, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ჩამდენი პირის ვინაობა დადგენილია.
მისი თქმით, ამ საქმეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს.
„დადგენილია კონკრეტულად ამ მკვლელობის ჩამდენი პიროვნება. უახლოეს დღეებში მივიღებთ ამ საქმეზე სამართლებრივ გადაწყვეტილებას და საზოგადოება გაიგებს ამის შესახებ", - აღნიშნა ირაკლი შოთაძემ. მთავარმა პროკურმა მოკლულის ოჯახს მიუსამძიმრა.