logo_geo
eng_logo
1977 წლის 23 დეკემბერს, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მოსაყდრედ დასახელდა
- +

23 დეკემბერი. 2018. 15:21

 

ორმოცი წლის წინ, 1977 წლის 23 დეკემბერს, თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში გაიმართა ავტოკეფალიის აღდგენის შემდგომ, საქართველოს ეკლესიის მეთორმეტე საეკლესიო კრება, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უნდა აერჩია.

 

კრების დაწყების წინ, სავედრებელი პარაკლისი აღავლინა ალავერდელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა, რომელმაც კათოლიკოს-პატრიარქის ტახტზე ასარჩევად ოფიციალურად დაასახელა მოსაყდრე ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილიას კანდიდატურა. შედგა შესაბამისი კომისიები. მოსაყდრე მიტროპოლიტმა ილიამ მიმართა კრების დელეგატებს, უკეთუ მათ სურდათ სხვა კანდიდატი, ნუ მოერიდებოდათ და ჩაეწერათ მათთვის სასურველი კანდიდატურა კათოლიკოს-პატრიარქად არჩევისთვის. გაიმართა ფარული კენჭისყრა, რომლის დროსაც, საარჩევნო ყუთი ჩამოატარა დეკანოზმა გიორგი (გაგი) მოსეშვილმა (შემდგომ არქიმანდრიტი თორნიკე). აღმოჩნდა, რომ მოსაყდრე მიტროპოლიტი ილია ერთხმად იქნა არჩეული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. კრების დეკლარაცია პრეზიდიუმიდან წარადგინა წილკნელმა მიტროპოლიტმა გაიოზმა, რომელმაც პირველმა მოაწერა ხელი მიტროპოლიტ ილიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას.

 

საქართველოს ეკლესიამ 141-ე მამამთავარი აირჩია, 44 წლის მიტროპოლიტი ილია (შიოლაშვილი). ახლოვდებოდა 1977 წლის 25 დეკემბერი, მამამთავრად არჩეული მიტროპოლიტი ილიას აღსაყდრება კათოლიკოს-პატრიარქად...

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner