საფრანგეთში, ლიონში ყვითელჟილეტიანებმა Euronews-ის შენობის შტურმით აღება სცადეს. ინციდენტი გუშინ საღამოს მოხდა.
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ტელეკომპანიას სიცრუის ტირაჟირებაში დასდეს ბრალი, რადგან როგორც თავად აღნიშნეს, მედია ყვითელჟილეტიანების შესახებ ტყუილებს ავრცელებს.
აქციის მონაწილეებს Euronews-ის შტაბ-ბინაში შესვლის საშუალება არ მისცეს. თუმცა, როგორც მათ ჟურნალისტებს უთხრეს, დაბრუნდებიან და შენობას შტურმით აიღებენ.
შეგახსენებთ, გუშინ საფრანგეთში ყვითელჟილეტიანების აქცია ზედიზედ მეექვსედ გაიმართა. მომიტინგეები საფრანგეთში სოციალური სამართლიანობის აღდგენას ითხოვენ.