logo_geo
eng_logo
ელისო ჩაფიძე: ის ჩემთვის ერთ-ერთ სასიამოვნო კოლეგად დარჩება...
- +

21 მაისი. 2016. 00:14


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე აცხადებს, რომ დეპუტატ თამაზ მეჭიაურსა და მმართველი გუნდის დანარჩენ წევრებს შორის არავითარი დაპირისპირება არ მომხდარა. 



თამაზ მეჭიაური არის ძალიან დადებითი პიროვნება. ის ჩემი უფროსი კოლეგაა და ვერ მივცემ თავს უფლებას, მისი ნაბიჯების შეფასებები გავაკეთო. მინდა, მას მომავალ საქმიანობაში ვუსურვო წარმატებები, არავითარი დაპირისპირება თამაზ მეჭიაურს არავისთან ჰქონია. უბრალოდ, არსებობს განსხავებული დამოკიდებულება, რომელიც პატივსაცემია, თუმცა არ ემთხვევა „ქართული ოცნების" ოფიციალურად გაცხადებულ საგარეო პოლიტიკურ კურსს. როგორც ჩანს, აქედან გამომდინარე იღებს ბატონი თამაზი გადაწყვეტილებას - დატოვოს პარტია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მას არავისთან არავითარი პიროვნული დაპირისპირება არ ჰქონია, ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ არაფერია ჩემთვის ცნობილი. კიდევ ერთხელ წარმატებას ვუსურვებ, ის ჩემთვის ყოველთვის ერთ-ერთ სასიამოვნო კოლეგად დარჩება", - განაცხადა ჩაფიძემ „რეპორტიორთან" საუბრისას. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner