რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ხურვალეთთან ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით ადგილობრივი ოთარ სამნიაშვილი დააკავეს. მომხდარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს.
როგორც „ინტერპრტესნიუსს“ სუს-ში განუცხადეს, ამოქმედებულია „ცხელი ხაზი“ და მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის მისია.
„ვადასტურებთ, რომ დაკავებულია ერთი პირი. მიმდინარეობს მუშაობას მის გასათავისუფლებლად“, - აცხადებენ სუს-ში.