დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოების მინისტრის ბენ უოლესის განცხადებით საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაცია „ალ-ქაიდა“ მუშაობს ტექნოლოგიებზე, რომელთა გამოყენებითაც სამგზავრო თვითმფრინავების ჩამოგდებას შეძლებს.
უოლესის თქმით, ეს ორგანიზაცია მზარდ საფრთხეს წარმოადგენს. მისივე განმარტებით ამ ტექნოლოგიების შემადგენლობაში შესაძლებელია იყოს მინიატურული ბომბები, ასევე დრონები ასაფეთქებლებით.
უოლესი აცხადებს, რომ სამინისტროებმა თავდაცვით ღონისძიებებში 25 მილიონი ფუნტი სტერლინგი ჩადეს.
ბრიტანეთი შეშფოთებულია აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით სირიიდან ჯარის გაყვანის შესახებ და მიიჩნევს, რომ ეს ტერორისტებს უსაფრთხო ზონას უფართოებს.
19 დეკემბერს გეთვიკის აეროპორტში დრონები გამოჩნდა. ინციდენტის გამო, ორი დღის განმავლობაში აეროპორტი პარალიზებული იყო.