logo_geo
eng_logo
აშშ-ში დოპინგს სისხლის სამართლის დანაშაულად აქცევენ
- +

23 დეკემბერი. 2018. 20:54

 

 

ამერიკელმა სენატორებმა – შელდონ უაიტჰაუსმა და ორინ ჰეტჩმა საერთაშორისო ტურნირებზე დოპინგის გამოყენებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ კანონპროექტი შეიტანეს, – იტყობინება CNN. კანონპროექტმა ამგვარი სახელწოდება მიიღო – „როდჩენკოვის აქტი“.

 

სენატორები მოითხოვენ, რომ დოპინგ-დანაშაულისთვის სპორტსმენები მკაცრად უნდა ისჯებოდნენ. მათი ჩანაფიქრით, ეს კანონი იმოქმედებს ყველა ამერიკელ სპორტსმენზე, რომლებიც საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობენ, აგრეთვე, მათზე, ვისაც აშშ-ის ფირმები აფინანსებენ.

 

სასჯელი იქნება ჯარიმა ერთი მილიონი დოლარის ფარგლებში და 10 წლამდე ვადით პატიმრობა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner