logo_geo
eng_logo
მე-100 საჯარო სკოლა-შეხვალ და გაოცდები! - ცუდია, რომ ბევრმა არ იცის…
- +

23 დეკემბერი. 2018. 21:50

 

 

ბევრმა არ იცის, მეც პირველად ვნახე, მთელ ამიერკავკასიაში ერთადერთი სკოლაა და ისიც თბილისში

 

ვამბობთ დადებითი ემოციები გვაკლიაო, მაგრამ თუ გინდა დაინახო რაღაც კარგი და ძალიან საჭირო, ამას დაინახავ. მე ვნახე და ძალიან მომინდა თქვენთვისაც მომეყოლა, რადგან ვიცი ბევრმა თქვენგანმა ნამდვილად არ იცის და არც უნახავს სკოლა, რომელიც ამიერკავკასიაში ერთადერთია და ისიც თბილისშია.

 

 

 

 

 

მე-100 საჯარო სკოლა გახსოვთ ალბათ-დანგრეული შენობა, რომელიც არათუ სკოლის შენობა უნდა ყოფილიყო, არამედ საერთოდ არ უნდა მდგარიყო დედაქალაქში. მოკლედ, ის ძველი შენობა დაანგრიეს და მოსწავლეები სხვა სკოლაში გადაანაწილეს. გავიდა დრო და ამ ადგილას ახალი, ევროსტანდარტებს მორგებული, სრულიად ადაპტირებული შენობა გაშენდა.

 

აი, თავად შეადარეთ.

 

 

 

 

მოკლედ, მე-100 საჯარო სკოლამ ახალი სიცოცხლე შეიძინა. სკოლა ზეიმით 7 ნოემბერს გახსნილა, მაგრამ საზოგადოების დიდმა ნაწილმა არც კი იცის ამის შესახებ არაფერი, მეც არ ვიცოდი, დღეს პირველად ვნახე და აღფრთოვანებული დავრჩი.

 

პირველი, რაც სკოლის დანახვისას გავიფიქრე – ამ შენობაში შეუძლებელია დანაშაული მოხდეს, ყველა კუთხე ხელისგულივით ჩანს და პედაგოგებსაც არ გაუჭირდებათ ბავშვების კონტროლი. მთელი შენობა მინისაა. უცებ ამერიკული ფილმები გამახსენდა-მოსწავლეები ასეთ გამჭვირვალე შენობებში გამჭვირვალე ჩანთებით რომ შედიან…

 

 

სკოლის დირექტორს, თეა კალანდაძეს გავესაუბრე. ვუსმენდი და უფრო მეტად გაოცებული ვრჩებოდი. თურმე დაწყებითების საკლასო ოთახებში დამონტაჟებულია ჟანგბადის მაკონტროლებელი სისტემა,თუ რომელიმე ოთახში ჟანგბადი დაიკლებს, მისდით ტელეფონზე შეტყობინება და იღებენ შესაბამის ზომებს.

 

ცეცხლმქრობები ზუსტად ისეთია, „მეხანძრეებში“ რომ გინახავთ-არანაირი წითელი ბალონი საჭიროების შემთხვევაში რომ გიღალატებს.

 

 

სულ პატარა საფრთხის დროსაც კი კლასების კარებები ავტომატურად

იღება, შეტყობინება მისდით პედაგოგებს და ავტომატურად 112-ს, ყველა სართულზე არის საევაკუაციო გასასვლელები.

 

 

 

 

შენობა სრულიად მორგებულია შშმ მოსწავლეებზე, არის მათთვის განკუთვნილი ლიფტი და საშხაპეები გასახდელებში…

 

სააქტო დარბაზი ისეა დაპროექტებული, უამრავი ღონისძიების გაკეთების და მთავარია მოფიქრების სტიმულს რომ გაძლევს.

 

სპორტ-დარბაზი მოვლილი, განათებული და ევროსტანდარტებზე მორგებული.

 

 

 

 

 

დირექტორის მოადგილე მანანა დავითაიაა. ქალბატონი მანანა პირველ სართულზე ვიპოვეთ, სადაც სასკოლო ინვენტარია დალაგებული და გადანაწილება ხდება.

 

 

მისგან გავიგეთ, რომ სკოლაში 538 ბავშვია და ასეთი შუშებიანი დერეფნებისა და ოთახების გამო სულაც არ უჭირთ მოსწავლეები ყოველ წუთში თვალთახედვის  არეალში ჰყავდეთ.

 

 

 

 

როგორც გავიგე, სულ მალე სკოლას ისეთი ლაბორატორიები ექნება, როგორიც ჯერ არც ერთ სკოლას არ აქვს…

 

ხო, სკოლა მთლიანად განათლების სამინისტროს ეგიდით აშენდა და კიდევ ბევრ ინოვაციას ელოდებიან

 

ცუდი ის არის, რომ გაკეთდა ძალიან კარგი საქმე და ხალხმა არ იცის, გარედან შენობა ისეთია, ვერც კი მიხვდები რომ სკოლაა…ეზოც ძალიან კარგი დაპროექტებულია…

 

 

 

 

 

გადაცემა „ჩვენი ამბები“ უახლოეს მომავალში ესტუმრება მე-100 საჯარო სკოლას და უფრო მეტს მოგიყვებით და განახებთ, მაგრამ მე დავასწარი და თქვენ, ჩემს მეგობრებს მოგიყევით, მინდა ის დადებითი ემოცია გადმოგცეთ, რაც შენობის დანახვიდან ამ წუთებამდე შემომრჩა.

 

აი ასეთ კარგ საქმეს ხალხთან მიტანა უნდა, პიარი კი არა, უბრალოდ საზოგადოებაში იმედის ჩასახვა, რომ ხვალ კიდევ უფრო მეტი და კარგი საქმე გაკეთდება, ამას ხომ დიდი შრომა არ უნდა!

 

რატომ მოგიყევით ეს ყველაფერი? იმიტომ რომ საამაყოა-ამიერკავკასიაში ერთადერთი სკოლაა და ისიც თბილისში…

 

დაიწყო!

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner