დეპუტატი ოთარ ჩრდილელი სოციალურ ქსელში წერს:
„ოთხფეხა მეგობრებისთვის...
რიყის პარკში, ვერის ბაღსა და ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში მიუსაფარი ძაღლებისათვის განკუთვნილი-კვების აპარატები დაიდგა.
დედაქალაქის მერი, კახა კალაძე: პირველ ეტაპზე აპარატები სამ ადგილზე დაიდგა, მომავალი წლიდან კი ძაღლების კვების აპარატები, დედაქალაქის მასშტაბით სხვადასხვა ტერიტორიაზე განთავსდება...“ - წერს ჩრდილელი.