logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია: კახა კოჟორიძემ გამაოგნა
- +

21 მაისი. 2016. 01:17


ბატონმა კახა კოჟორიძემ სკანდალური შეფასება გააკეთა, როდესაც თქვა, რომ პარლამენტის საქციელი პატარა ბავშვის საქციელს ჰგავს, რომელიც ჯერ რაღაცას აფუჭებს და საქმის კურსში მშობელს შემდეგ აყენებს", - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის  კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ გადაცემა 2030-ში.



კოჟორიძის დღევანდელმა განცხადებამ გამაოგნა.  ეს მისი მორიგი არაკორექტული გამონათქვამია. რას ნიშნავს, რომ პარლამენტი რაღაცას აფუჭებს?! ან რას ნიშნავს მშობლის საქმის კურსში ჩაყენება?! უკაცრავად, მაგრამ საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და კოჟორიძეს ვეკითხები, საქართველოს მშობელი ვინ არის?! ჩვენ პატივს ვცემთ ვენეციის კომისიას და"საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით ვეკითხებით, მაგრამ მშობელი რა შუაშია?!", - განაცხადა ბესელიამ.



მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, პრეზიდენტის მრჩეველმა პარლამენტის, როგორც ინსტიტუტის მიმართ გაკეთებული განცხადებები გააკონტროლოს.



პარლამენტი ხალხის მიერ არჩეული ორგანოა და მასზე ასე ლაპარაკი ძალიან უხერხულია. პრეზიდენტის მრჩეველს ვურჩევ, საკუთარი განცხადებები გააკონტროლოს. მგონია, რომ ვეტო-მოლოდინი სრულიად ფორმალურია. თითქოს წინასწარ შეთანხმებულია, რომ ამ კანონს ვეტო აუცილებლად უნდა დაედოს.", - განაცხადა ეკა ბესელიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner