logo_geo
eng_logo
პარლამენტი „საბაჟო კოდექსში“ ცვლილებებზე იწყებს მსჯელობას
- +

23 დეკემბერი. 2018. 22:50

 

 

საქართველოს პარლამენტი „საბაჟო კოდექსში“ ცვლილებებზე იწყებს მსჯელობას, რომელიც მთავრობამ საკანონმდებლო ორგანოს გასულ კვირას წარუდგინა.

 

ცვლილებებს პირველი მოსმენით ხვალ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ.

 

საკანონმდებლო პაკეტი 32 კანონპროექტისგან შედგება, თავად „საბაჟო კოდექსი“ კი 33 თავისა და 214 მუხლისგან.

 

მთავრობის განმარტებით, კანონპროექტის მიზანია, კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის შესაბამის რეგულაციებთან და საქართველოში ევროკავშირის მსგავსი საბაჟო პროცედურების დანერგვა, რაც ფინანსთა სამინისტროს მოსაზრებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებულ საბაჟო პროცედურებს გაამარტივებს და მეწარმეებისთვის ერთნაირ საბაჟო რეგულირების გარემოს შექმნის.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner