შინდისის გზაზე, წავკისთან, სადაც დღეს საღამოს მომხდარი დაპირისპირებისას დაჭრილი ერთ-ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ერთ-ერთი დაჭრილი ავტომანქანით საავადმყოფოში გადაჰყავდათ, რა დროსაც გზაში გარდაიცვალა.
ავტომანქანაში და მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.
ადგილზე იმყოფებიან დაღუპულის ახლობლები.
შინდისის გზაზე მკვლელობა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ცივი იარაღით 30 წლამდე ასაკის ორი ახალგაზრდა მოკლეს, კიდევ ორი კი დაჭრეს.