logo_geo
eng_logo
შინდისის გზაზე, წავკისთან ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ
- +

24 დეკემბერი. 2018. 00:00

 

შინდისის გზაზე, წავკისთან, სადაც დღეს საღამოს მომხდარი დაპირისპირებისას დაჭრილი ერთ-ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

 

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ერთ-ერთი დაჭრილი ავტომანქანით საავადმყოფოში გადაჰყავდათ, რა დროსაც გზაში გარდაიცვალა.

 

ავტომანქანაში და მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

 

ადგილზე იმყოფებიან დაღუპულის ახლობლები.

 

შინდისის გზაზე მკვლელობა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ცივი იარაღით 30 წლამდე ასაკის ორი ახალგაზრდა მოკლეს, კიდევ ორი კი დაჭრეს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner