logo_geo
eng_logo
საქართველოში საქონლის შემოტანისთვის ზოგადი დეკლარაციის წინასწარ წარდგენა იქნება შესაძლებელი
- +

24 დეკემბერი. 2018. 00:01

 

 

საქართველოში საქონლის შემოტანისთვის ზოგადი დეკლარაციის წინასწარ წარდგენა იქნება შესაძლებელი. შესაბამისი ცვლილებები „საბაჟო კოდექსში“ შედის, რომლის ინიციატორი მთავრობაა.

 

ფინანსთა სამინისტრო განმარტავს, რომ მოქმედი კანონის თანახმად, საქართველოში საქონლის შემოტანამდე ზოგადი დეკლარირების წინასწარ განხორციელება შეუძლებელია, სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე საქონლის შემოტანისას კი ზოგადი დეკლარირების განხორციელება აუცილებელია, რაც სასაზღვრო საბაჟო კონტროლთან დაკავშირებული დროისა და ადმინისტრაციულ დანახარჯების გაზრდას იწვევს.

 

ცვლილებებით კონკრეტდება, რომ ზოგადი დეკლარაციის წინასწარ წარდგენა შესაძლებლობა იქნება საქონლის შემოტანისას 200 დღით და გატანისას – 150 დღით ადრე.

 

„ზოგადი დეკლარირებით განხორციელდება ტვირთთან დაკავშირებული მინიმალური აუცილებელი ინფორმაციის წარმოდგენა, როგორიცაა საქონლის სეს ესნ კოდი ოთხნიშნა დონეზე, საქონლის გამომგზავნი და მიმღები, გადამზიდავი, სატრანსპორტო საშუალების სახე და ა.შ. ზოგადი დეკლარაციის წინასწარ წარდგენის შესაძლებლობა გამოიწვევს საზღვარზე აღრიცხვის მოწმობის გამოწერისათვის საჭირო დროის დაზოგვას“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

 

კანონპროექტში ნათქვამია, რომ ზოგად დეკლარირებას არ ექვემდებარება: მილსადენით, ან ელექტროგადამცემი ხაზით საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონელი; ასევე საზღვაო, ან საჰაერო სატრანსპორტო საშუალება და ამ სატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიული წყლების ან საჰაერო სივრცის გავლით გაჩერების გარეშე გადაადგილებული საქონელი. ასევე საქონელი, რომელზეც წარდგენილია საბაჟო დეკლარაცია.

 

საქართველოს პარლამენტში ცვლილებების განხილვა ხვალ დაიწყება. საკითხს პირველი მოსმენით დარგობრივი კომიტეტი განიხილავს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner