logo_geo
eng_logo
რუსთავში ახალგაზრდებს შორის დაპირისპირების შედეგად ერთი პირი დაიჭრა, მეორეს კი ტვინის შერყევა აღენიშნება
- +

24 დეკემბერი. 2018. 02:02

 

 

რუსთავში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთი ახალგაზრდა დაჭრეს.

 

ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება ბალანჩივაძის ქუჩაზე მოხდა.

 

ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობა მუცლის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული. დაშავებულს ოპერაცია ჩაუტარდა და ​საავადმყოფოში რჩება.

 

ამასთან, კიდევ ერთ ახალგაზრდას ტვინის შერყევა აღენიშნება.

 

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner