logo_geo
eng_logo
ინდონეზიაში ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 280-ს გადააჭარბა
- +

24 დეკემბერი. 2018. 10:18

 

ინდონეზიაში ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 280-ს გადააჭარბა, დაშავებულია 1000-ზე მეტი ადამიანი.

 

ცუნამი სუმატრასა და იავას კუნძულებზე ვულკან „ანაკ კრაკატაუს“ ამოფრქვევამ გამოიწვია. სანაპირო რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას კიდევ ერთი ცუნამის შესახებ აფრთხილებენ.

 

„მეტეოროლოგების, კლიმატოლოგებისა და გეოფიზიკის სააგენტოს რეკომენდაციაა, რომ მოსახლეობამ სანაპიროზე ნებისმიერი ქმედებებისგან თავი შეიკავოს და სანაპირო ზოლს გაეცალოს,“ - განაცხადა ბუნებრივ კატასტროფათა მართვის ეროვნული სააგენტოს პრესსპიკერმა.

 

შეგახსენებთ, ცუნამის შედეგად საცხოვრებელი სახლები და სხვა ინფრასტრუქტურა განადგურდა. სამაშველო ჯგუფები ნანგრევებში მოყოლილებს ეძებენ. ვარაუდობენ, რომ მსხვერპლი კიდევ გაიზრდება.

 

ვულკანი კრაკატაუ კვირას ამოიფრქვა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner