logo_geo
eng_logo
ირანელი პარლამენტარი: ირანმა, შესაძლოა, საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმებას გადახედოს
- +

24 დეკემბერი. 2018. 10:45

ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომისიის წევრის ალირეზა რაჰიმის განცხადებით, ირანმა, შესაძლოა, საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმებას გადახედოს თუ ირანელი მოქალაქეების დეპორტაციის ან საქართველოში შესვლის აკრძალვის საკითხი არ მოგვარდება.

 

„თუ საქართველო არ შეასრულებს 2010 წლის შეთანხმების პირობებს და უარს იტყვის მათ განხორციელებაზე, ჩვენმა ქვეყანამ შესაძლოა, გადახედოს ამ შეთანხმებას“, - განაცხადა ალირეზა რაჰიმიმ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner