logo_geo
eng_logo
ბენიამინ ნეთანიაჰუ: ერდოღანს აკვიატებული აქვს ისრაელი
- +

24 დეკემბერი. 2018. 10:47

 

 

 

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ედოღანი ანტისემიტიზმში დაადანაშაულა.

 

„ანტისემიტი დიქტატორის ერდოღანის ყოველდღიურ გამოხტომებს ვაწყდები. ერდოღანს აკვიატებული აქვს ისრაელი. თუმცა, დადებითი დინამიკაც არის. ადრე ერდოღანი თავს მესხმოდა ყოველ ორ საათში, ახლა კი, ეს ყოველ ექვს საათში ხდება.

მან არ იცის თუ რა არის ისრაელის ზნეობრივი არმია. ჭეშმარიტი დემოკრატია, რისგან განსხვავდება ის არმიისგან, რომელიც ქალებსა და ბავშვებს ხოცავს ქურთულ სოფლებში“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

 

აღსანიშნავია, რომ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ისრაელი სახელმწიფო დონეზე ტერორის განხორციელებაში დაადანაშაულა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner