სირიის ოპოზიცია მზად არის, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაიცვას.
ოპოზიციური გაერთიანების მოლაპარაკებათა უმაღლესი კომიტეტის განცხადებაში წერია, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 2 კვირას გაგრძელდება.
მოსკოვი და ვაშინგტონი სირიაში სამთავრობო ძალებსა და ე.წ. ზომიერ ოპოზიციას შორის ცეცხლის შეწყვეტაზე 22 თებერვალს შეთანხმდნენ. რეჟიმი 27 თებერვალს ამოქმედდება.