საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი კონსტანტინე გამსახურდია, რომელიც ძმასთან ერთად მთავარ პროკურატურასთან მე-11 დღეა შიმშილობს, ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.
მას ამ წუთებში გამოკვლევები უტარდება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ გამსახურდიას მეგობარმა განუცხადა, პირველი პრეზიდენტის შვილის კლინიკაში გადაყვანა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაწყვიტა, რადგან მას თავბრუსხვევა აღენიშნებოდა.
პროკურატურასთან შიმშილობას განაგრძობს ცოტნე გამსახურდია.