logo_geo
eng_logo
ცნობილი ქართველი დიზაინერები სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად ერთიანდებიან
- +

24 დეკემბერი. 2018. 15:49

 

 

„სოლიდარობის ფონდი“ 24 დეკემბერს 18:00 საათზე საქველმოქმედო საღამოს გეგმავს. ღონისძიების მიზანი სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად თანხების მობილიზება და საზოგადოებისთვის ქველმოქმედების მნიშვნელობის შეხსენებაა.

 

ღონისძიებას დაესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე.

 

ქველმოქმედების იდეის გარშემო ამჯერად ცნობილი ქართველი დიზაინერები ერთიანდებიან. წარმოდგენილი იქნება მათ მიერ შექმნილი ტანსაცმელი და აქსესუარები. გაყიდვიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება ფონდში.

 

საქველმოქმედო საღამოში მონაწილეობენ: თამუნა ინგოროყვა, გიორგი ქებურია, ANOUKI, „ავთანდილი“, აკა ნანიტაშვილი, „მუზარადი“, 07/11, Dalood, Lalo Cardigans, ტატუნა ნიკოლაიშვილი, მარიამ გვასალია, ლაშა ჯოხაძე, ნინა ზარქუა, ანუკა ქებურია, „სამოსელი პირველი“, „ფაფანაკი“ და სხვები.

 

საქველმოქმედო საღამოზე, რომელსაც სასტუმრო „მოქსი“ უმასპინძლებს, გაიყიდება საახალწლო ხელნაკეთი ნივთები და ტკბილეულიც.

 

„სოლიდარობის ფონდი“ 2014 წელს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა.  ფონდმა დღემდე ონკოლოგიური დაავადებების მქონე 600-ზე მეტი ბავშვისა და 22 წლამდე მოზარდის მკურნალობა და დიაგნოსტიკა დააფინანსა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ. ფონდის შექმნიდან დღემდე მობილიზებულია 15 000 000 ლარზე მეტი.

 

„სოლიდარობის ფონდის“ ამოქმედებიდან საქართველოში, უსახსრობის გამო, სიმსივნით დაავადებული არც ერთი ბავშვი და ახალგაზრდა არ დაღუპულა.

 

საქველმოქმედო საღამო გაიმართება სასტუმროში „მოქსი“, თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner