logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძემ ილჰამ ალიევთან სატელეფონო საუბარი გამართა
- +

24 დეკემბერი. 2018. 15:57

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს დაბადების დღე მიულოცა.

 

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს ბახტაძემ ალიევს ჯანმრთელობა და საქმეში წარმატება უსურვა.

 

თავის მხრივ, ალიევმა საქართველოს პრემიერს ყურადღებისთვის და მოლოცვისთვის მადლობა გადაუხადა.

 

სატელეფონო საუბრის დროს ალიევმა და ბახტაძემ ორმხრივი ურთიერთობით კმაყოფილება დაადასტურეს და იმედი გამოთქვეს, რომ 2019 წელს ურთიერთობა წარმატებით განვითარდება.

 

ილჰამ ალიევი დღეს 57 წლის გახდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner