ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა Palitranews-ის ახალ პროექტში „ჩემი კითხვა" განაცხადა, რომ საქართველოში თვითდასაქმებულები თავს დასაქმებულებად მაინცდამაინც არ თვლიან.
„საქართველოში მილიონზე მეტი თვითდასაქმებულია და სამწუხაროდ, ისინი თავს დასაქმებულებად მაინცდამაინც არ თვლიან.
2012 წელს, როდესაც ახალი ხელისუფლება მოვიდა, 300 ათასი დაუსაქმებლიდან ჩვენ ჩამოვიყვანეთ 254 ათასზე და აქ მოხდა სტრუქტურული ცვლილება. ანუ, თვითდასაქმებულების რაოდენობა შემცირდა ბოლო 3 წლის განმავლობაში, სადღაც 14 ათასით გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა საჯარო სექტორში და 60 ათასით გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა კერძო სექტორში, რაც ძალიან კარგია", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.