logo_geo
eng_logo
პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს
- +

24 დეკემბერი. 2018. 17:08

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული გ.ყ., დამამძიმებელ გარემოებაში 3 პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისში დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 დეკემბერს, წყნეთში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ და მოქმედ თანამშრომლებს: 1975 წელს დაბადებულ ი.ჭ.-ს, 1977 წელს დაბადებულ ზ.მ.-ს, 1985 წელს დაბადებულ ჭ.გ.-ს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა სავარაუდო დამნაშავის ვინაობა ოპერატიულად დაადგინეს და ინტენსიური სამძებრო ღონისძიებების შედეგად, გ.ყ. თბილისში, კრწანისში დააკავეს.

 

პოლიციამ აღნიშნულ დაპირისპირებაში მონაწილე კიდევ ერთი პირი - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი, 1982 წელს დაბადებული ე.ზ. იმავე დღეს, 10 დეკემბერს, ხულიგნობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner