logo_geo
eng_logo
დღეს „2018 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსის“ გამარჯვებული მკვლევრების მიღება ჩატარდა
- +

24 დეკემბერი. 2018. 18:15

 

 

 

24 დეკემბერს, 17:00 სთ-ზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ჩატარდა სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული „2018 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსის“ ფარგლებში გამარჯვებული მკვლევრების მიღება, რომლებსაც დაესწრნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი  მიხეილ ბატიაშვილი, სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი  ზვიად გაბისონია, საქართველოს უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისა და კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები.

 

დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების 2018 წლის კონკურსზე სულ დარეგისტრირდა 160 საპროექტო განაცხადი, რომლებიც შეფასდა როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ. დასაფინანსებლად შეირჩა 54 პროექტი. შესაბამისად, უპრეცედენტოდ მაღალი იყო აღნიშნული კონკურსის წარმატების ინდექსი და 34 % შეადგინა.

 

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 54 გამარჯვებული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 33 სამეცნიერო-კვლევითი ვიზიტი მსოფლიოს 18 სხვადასხვა  ქვეყანაში, მათ შორის ევროპისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში.

 

2018 წელს დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსის ბიუჯეტია 525 000 ლარი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით  25%-იანი ზრდაა.

 

აღნიშნული კონკურსი არ აწესებს რაიმე ასაკობრივ ზღვარს აპლიკანტისათვის. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს უნივერსიტეტებში დარეგისტრირებულ ნებისმიერი ასაკის დოქტორანტს.

 

ახალგაზრდა მეცნიერთა ხელშეწყობა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner