logo_geo
eng_logo
ვაშინგტონში, თეთრ სახლთან სროლა იყო
- +

21 მაისი. 2016. 11:04



ვაშინგტონში, თეთრ სახლთან სროლა მოხდა. უსაფრთხოების სამსახურმა ცეცხლი გაუხსნა უცნობ შეიარაღებულ მამაკაცს, რომელიც ერთ-ერთ შესასვლელთან იარაღით იმუქრებოდა. მამაკაცს ტყვია მუცლის არეში მოხვდა, იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს.



მამაკაცი დაახლოებით 20 წლისაა. გავრცელებული ცნობით, იგი თეთრი სახლის შესასვლელს იარაღით ხელში მიუახლოვდა.


ინციდენტის დროს პრეზიდენტი ბარაქ ობამა მერილენდში იმყოფებოდა გოლფის სათამაშოდ. ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კი თეთრ სახლში იყო. იგი სასწრაფოდ უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.



 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner