logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ვულოცავ ყველას, ვინც მაცხოვრის შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს
- +

24 დეკემბერი. 2018. 22:25

 

 

თბილისის მერი კახა კალაძე ქრისტიანებს, რომლებიც ქრისტეშობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ, დღესასწაულს ულოცავს.

 

„მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში და ჩვენს სამშობლოშიც ქრისტიანული სამყაროს ნაწილი მაცხოვრის შობას ზეიმობს. ეს დღე არის იმედის, ერთობის, განახლების ათვლის წერტილი.

 

ვულოცავ ყველას, ვინც მაცხოვრის შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს!

 

განსაკუთრებულად ვულოცავ ამ უდიდესი სიხარულის დღესასწაულს ჩემს თანამოქალაქეებს საქართველოში, ჩემს მეგობრებს იტალიაში და ვუსურვებ მშვიდობიან, უსაფრთხო წელს, ერთობას, სიყვარულის და სიკეთის გამარჯვებას!“, – წერს კახა კალაძე facebook-ზე. 

right_banner right_banner
არქივი
right_banner