ქუთაისის მერიის გადაწყვეტილებით, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების ერთ-ერთ დღის ცენტრს ბენეფიციართა თერაპიის სრული კურსი დაუფინანსდება.
დღის ცენტრი „ღია სახლი“ ამ პროგრამაში პირველად ერთვება. დაფინანსების საერთო ბიუჯეტი 30 000 ლარია.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ქალაქის საახალწლო განათებისთვის 110 000 ლარი იყო გამოყოფილი, აქედან მერიამ ახალი განათებების შეძენაზე უარი თქვა, რამაც გააჩინა შესაძლებლობა, აღნიშნული 30 000 ლარი დაზოგილიყო.
„აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების დღის ცენტრისთვის ამ პროგრამაში ჩართვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. მიხარია, რომ დანაზოგი თანხით ეს საქმე კეთდება“, – განაცხადა ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ.
ქუთაისში საახალწლო განათებების მონტაჟი უკვე დაიწყო.