logo_geo
eng_logo
დავით კოღუაშვილი: 2008 წელს ქართულმა მხარემ დაუშვა ტრაგიკული შეცდომა
- +

21 მაისი. 2016. 11:08



პარტია „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრმა დავით კოღუაშვილმა „ქართული გაზეთისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ყოფილმა ხელისუფლებამ 2008 წლის აგვისტოს ომით ერის წინაშე კლასიკური შეცდომა დაუშვა.



საქართველოს ხელისუფლებამ იმ მომენტისთვის აბსოლუტური უპასუხისმგებლობა გამოიჩინა და მოახდინა ის, რაც მოხდა მაშინ. პირდაპირ გეტყვით - რუსული მხრის პროვოკაციას ქართული მხარე ძალიან უგუნური ნაბიჯებით წამოეგო. პროვოკაცია მოახდინა რუსულმა მხარემ, რომელსაც ჩვენ შეგვეძლო, რომ არ წამოვგებოდით. ქართულმა მხარემ დაუშვა ტრაგიკული, ისტორიული შეცდომა - წამოეგო რუსული მანქანის, სამხედრო ტოტალიტარული მანქანის პროვოკაციას.

შედეგი იქნებოდა ის, რაც გვქონდა მანამდე. ქვეყნის ხელისუფლება არის პასუხისმგებელი თითოეულ გოჯ მიწაზე, თითოეულ დევნილზე, თითოეულ განადგურებულ და დევნილ ოჯახზე, თითოეულ პირტიტველა ბიჭზე, რომელიც იქ შეეწირა და უპატრონოდ ეგდო, სანამ საპატრიარქო არ შევიდა მათი ცხედრების გადმოსასვენებლად. ეს იყო კლასიკური შეცდომა დაშვებული ერის წინაშე.

ეს იყო ტოტალიტარული შეცდომა და ამაზრზენი ფაქტი, უპასუხსმგებლობის ზენიტი. ამაზე დიდი უპასუხისმგებლობა არავის ჩაუდენია. იგი წამოეგო ომს, რომლის მოგების არანაირი შანსი არ ჰქონდა. და არანაირი ალიანსი შენს გვერდით არ დადგებოდა. ჩრდილოატლანტკურმა ალიანსმა არაერთგზის გააფრთხილა ხელისუფლება, რომ არ წამოგებოდნენ პროვოკაციას!" - განაცხადა დავით კოღუაშვილმა.

 

 

 წყარო - „ქართული გაზეთი“

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner