თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.
მეზობლების განცხადებით, ხანში შესული ქალი სახლში მარტო იმყოფებოდა.
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურშიც დაუდასტურეს. მათივე ცნობით, ამ დროისთვის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში ცეცხლი ცოტა ხნის წინ გაჩნდა.