logo_geo
eng_logo
მიხეილ ბატიშვილი: მეცნიერების რეფორმირების პროცესში ახალგაზრდა მეცნიერების აქტიური ჩართულობა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია
- +

25 დეკემბერი. 2018. 10:38

 

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული „2018 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსის“ გამარჯვებული მკვლევრების მიღება და მათი პროექტების პრეზენტაცია გაიმართა.

 

„მეცნიერების რეფორმირების პროცესში ახალგაზრდა მეცნიერების ჩართულობა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. შესაბამისად, მოხარული ვარ რომ ბევრი ახალგაზრდა დოქტორანტია ჩართული კვლევებში. მიმდინარე რეფორმების ფარგლებში კიდევ უფრო აქტიურად გავაგრძელებთ მეცნიერების წახალისებას და მათ მხარდაჭერას“, - განაცხადა განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა.

 

კონკურსი აპრილში გამოცხადდა და 160-მდე საპროექტო განაცხადი შემოვიდა. შეფასების შემდეგ, დასაფინანსებლად 54 პროექტი შეირჩა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner